Posted On: April 1st 2026, 04:44 pm
ეს არის ჩვენი მეტისი მია 🐶
ნეთვორქის ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრი 🤍
დღეს ის უსაფრთხოდ არის, გვიყვარს და ვუყვარვართ.
მაგრამ შეიძლებოდა ისიც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო, ვინც დღეს ქუჩაშია…
ჩვენთვის ეს თემა პირადია.
როცა ვსაუბრობთ მიუსაფარ ძაღლებზე, ვსაუბრობთ ისეთივე უსაყვარლეს არსებებზე, როგორიც მიაა.
სამწუხაროდ დღეს არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,
რომ სტერილიზაციის პროგრამის ფარგლებში ძაღლები მიჰყავთ და აღარ აბრუნებენ.
ჩვენ ვერ დავრჩებით ჩუმად.
მოვუწოდებთ ყველას — გავერთიანდეთ და გავხდეთ მათი ხმა 🐾