Instagram story viewer> @_mziani> Posts
299
followers
11
following
HEART, MIND & SOUL🌱
⋆꩜ Physical and Mental well-being hub
POSTS STORIES REELS TAGGED
Download All
მთელი ცხოვრება სწავლაა გარკვეულწილად. ჯერ ლაპარაკს და სიარულს ვსწავლობთ, შემდეგ გამრავლების ტაბულას. სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური. სწავლობ საჭმელების მომზადებას, ბავშვის გაზრდასა თუ აღზრდას. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხომ საერთოდ გამუდმებით ახალი ცოდნა-უნარების ათვისება გვჭირდება.
 
სამწუხაროდ არცერთი ინსტიტუტი და მათ შორის არც საზოგადოება არ გვასწავლის დასვენებას. არ გვასწავლიან სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დაცვას. არ ვსწავლობთ პირადი საზღვრების მნიშვნელობას, აწმყო მომენტით ტკბობას, არ ვართ ინფორმირებულები სხეულსა და გონებას შორის კავშირზე და საერთოდ, რა ცოდნა გვაქვს კეთილდღეობაზე?
 
კაპიტალიზმის პირობებში სკოლაში, სამსახურში, სახლშიც კი მთავარი პროდუქტიულობაა. მთავარია წინსვლა, ზრდა, წარმატება, მაგრამ რის ფასად? ხშირად სასიცოცხლო რესურსების ხარჯზე, რადგან გვავიწყდება კეთილდღეობის დაპრიორიტეტება.
 
კონსუმერიზმი თავის მხრივ შთაგვაგონებს, რომ გვჭირდება ისეთი პროდუქტები და სერვისები რაც სინამდვილეში უსარგებლოა. ამ ყველაფრის დევნა დაუსრულებელი ციკლია რასაც მუდმივ უკმაყოფილების განცდამდე მივყავართ. ესეც საპირისპიროა კეთილდღეობის.
 
ჩვენ გვჯერა, რომ კეთილდღეობა არ უნდა იყოს ფუფუნება. ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთისმხრივ საჭირო რესურსები და მეორესმხრივ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ვიყოთ კარგად ან როგორც მინიმუმ იმაზე უკეთ ვიდრე ახლა ვართ.
 
ავტორი: ირინკა ახობაძე

🌞მზიანის გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა. შემოგვიერთდით საერთო სწავლის პროცესში. taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
0
2 months ago
Download
☀️ გაიცანით ადამიანები, რომლებიც დგანან „მზიანის“ უკან

 ნია მერმანიშვილი - „მზიანის“ თანადამფუძნებელი, ჯანდაცვის სპეციალისტი და ბგერითი თერაპიის პრაქტიკოსი.

ნიას აერთიანებს ინტერესი ადამიანის ჯანმრთელობის, ემოციური კეთილდღეობისა და შინაგანი ბალანსის მიმართ. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ იყოს — ის ჩვენი გონების, ემოციებისა და სხეულის ჰარმონიული კავშირიცაა.

ბგერითი თერაპია-სიხშირეების, ვიბრაციისა და ხმის გავლენა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც მას განსაკუთრებულად აინტერესებს და შთააგონებს.

„მზიანი“ შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის შეგვექმნა თბილი და მხარდამჭერი სივრცე — ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება სწავლა, გაზიარება, საკუთარ თავზე ზრუნვა,შინაგანი სიმშვიდის,ბალანსის პოვნა და ახალი გამოცდილებების მიღება.

გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი სინათლე და ეს სინათლე სხვებსაც გაუზიაროს. ✨

☀️ „მზიანი“ — სივრცე ზრდისთვის, კავშირისთვის და კეთილდღეობისთვის. taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
5
3 months ago
Download
☀️ გაიცანით ადამიანები, რომლებიც დგანან „მზიანის“ უკან

ირინკა ახობაძე — „მზიანის“ თანადამფუძნებელი, პოზიტიური ფსიქოლოგიის პრაქტიკოსი და ლექტორი.

ირინკასთვის ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დახმარება  განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია.

სწორედ ამ სურვილით შეიქმნა „მზიანი“ — სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარ თავთან დაახლოვებას, ახალი ცოდნის მიღებას, ერთმანეთის მხარდაჭერას და  ემოციების გაზიარებას.

ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია შევქმნათ უფრო გაცნობიერებული, მშვიდი და ბედნიერი ყოველდღიურობა. 🌱

☀️ „მზიანი“ — სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ანათებენ. taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
4
3 months ago
Download
Mindful Sunday🤍✨🍃🌞 taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
2
3 months ago
Download
POWER OF YOGA,with amazing @tako_kutibashvili ✨ taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
2
3 months ago
Download
Enjoy power of NOW with sound healing🍃 by @_mziani
0
3 months ago
Download
Mindful Sunday🍃🌞with MZIANI

thanks everybody for coming by @_mziani
4
3 months ago
Download
კვირა, 5 ივლისი 19:00 Mindfull Sunday 🌿

გაჩერდი რამდენიმე საათით, ამოისუნთქე და აჩუქე საკუთარ თავს სიმშვიდე.

გეპატიჟებით ღია სივრცეში, ვაკის პარკში, სადაც ერთად გავატარებთ საღამოს:

🧘‍♀️ Yoga in Nature – Tako Kutibashvili 
🎵 Sound Healing – Nia Mermanishvili
🎨 Mindful Art & Self-Exploration – Irinka Akhobadze

ეს იქნება დრო, როცა სხეულს, გონებასა და ემოციებს ერთ სივრცეში მოუყრი თავს – მოძრაობის, ბგერების, შემოქმედებისა და თვითშემეცნების დახმარებით.

📍 Vake Park
🕖 19:00 (5 ივლისი)

‼️ ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში 

წესები:
1. ღონისძიების მთავარი მიზანია ციფრული მოწყობილობებისგან განტვირთვა,გთხოვთ ღონისძიების განმავლობაში არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონები
2.თან იქონიეთ იოგას დასაფენი მატი
3.ჰიდრატაციისთვის თან იქონიეთ წყალი
4.ღონისძიება არის დონაციის პრინციპით- განკუთვნილ ყუთში შეგეძლებათ გაიღოთ იმდენი რამდენიც თქვენთვის მოსახერხებელია
5. გთხოვთ მობრძანდით ღონისძიების დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე

სიყვარულით მზიანის გუნდი🌞 taken in Tbilisi, Georgia by @_mziani
2
3 months ago
Download
MEETING WITH GUY GIARD
(Q/A Format)
19.05.2026
❤️He is a Certified Humor Professional, a Certified Laughter Yoga Leader, lecturer, musician and author who enthusiastically explores and evolves his own limits.

❤️He served with Doctor Patch Adams on multiple humanitarian clown trips, offering smiles and respite to children, elders, and caregivers in orphanages, hospitals.

Author of the books "The Courage to Love, from Abuse to Happiness" and "The 5 Dimensions of Being".

MARK THE DATE!!
TOMORROW 19/05/2026
20:00 pm(geo time)
via Google Meet platform
Attendance is FREE🌱❤️(If you want you can donate to organization)

DM us to Attend and we will share attendance link. by @_mziani
0
5 months ago
Download
✨ „როცა ხმა მკურნალობს“ — ონლაინ შეხვედრა ნელი აგირბასთან @nellie_agirba 

ზოგჯერ ცხოვრების გზა სრულიად სხვა მიმართულებით იწყება…

და საბოლოოდ იმ სივრცემდე მიდის, სადაც ადამიანი საკუთარ ნამდვილ ხმას პოულობს.

ამ შეხვედრაზე მზიანის სტუმარი იქნება ნელი აგირბა — ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად მუსიკოსი, სოციალური და ბგერითი თერაპევტი, ასევე „ქურუმის“ — ფსიქოემოციურად და ენერგეტიკულად გამაჯანსაღებელი არქიტექტურული სივრცეების პროექტის დამფუძნებელი.

ჩვენ ვისაუბრებთ მის ცხოვრების გზაზე —
✨  როგორ მივიდა ჟურნალისტიკიდან sound healing-მდე,
✨  რას ნიშნავს მისთვის ხმა, ვიბრაცია და ადამიანის შინაგანი ბალანსი,
✨  როგორ მუშაობს ბგერითი თერაპია,

და როგორ დაიბადა „ქურუმის“ იდეა — სივრცეების, რომლებიც ადამიანის ფსიქოემოციურ და ენერგეტიკულ მდგომარეობაზე ზემოქმედებს. @quroom 

ნელი ასევე გვესაუბრება მის უნიკალურ არქიტექტურულ პროექტზე და იმ ხედვაზე, სადაც სივრცე, ხმა და ენერგია ერთ მთლიან სამკურნალო გამოცდილებად ერთიანდება.

🗓 16 მაისი

⏰ 15:00

💻 შეხვედრა ჩატარდება ონლაინ

თუ გაინტერესებთ:

— sound healing

— ენერგია და ვიბრაცია

— თვითშემეცნება

— ფსიქოემოციური ბალანსი

— wellness არქიტექტურა

— ადამიანის ტრანსფორმაციის გზა

მოხარული ვიქნები, თუ შემოგვიერთდებით ✨

🔗 რეგისტრაციის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული რომელიც მითითებულია ბიოში.

 ✨ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
( თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მხარდაჭერის ნიშნად გაიღოთ დონაცია — იმ ოდენობით, რამდენიც თქვენთვის კომფორტულია. ) დეტალევს იხილავთ სარეგისტრაციო ბმულში

! შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მეილებზე მიიღებთ შეხვედრის დასწრების ბმულს. by @_mziani
1
5 months ago
Download
🌿 მენტალური ჯანმრთელობის ღია საუბრების დახურული ჯგუფი 🌿

თუ გინდა ადგილი, სადაც შეგიძლია იყო შენივე თავი,
უსაფრთხოდ ილაპარაკო იმაზე, რაც გაწუხებს და არ შეგეშინდეს შეფასების…
ეს სივრცე შენთვისაა 💛

ჩვენ ვქმნით დახურულ მხარდამჭერ ჯგუფს,
სადაც ერთმანეთს მოვუსმენთ, გავუზიარებთ გამოცდილებებს და ერთად გავივლით გზას, რომელიც ბევრად უფრო მარტივია მხარდაჭერით.

ამ ჯგუფში გექნება შესაძლებლობა:
✨ მიიღო ემოციური მხარდაჭერა
✨ გაიცნო ახალი საინტერესო ადამიანები
✨ გააზიარო პირადი გამოცდილება და მიიღო თანადგომა
✨ ისწავლო პრაქტიკები და ხედვები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
✨ იგრძნო, რომ მარტო არ ხარ

📌 ფორმატი: დახურული ჯგუფი
💰 საწევრო გადასახადი: 30 ლარი / თვეში

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ🤍 by @_mziani
0
7 months ago
Download
✨ მასტერკლასი ანი ანთაძესთან ✨
📅 21 თებერვალი
🕘 16:00 საათი

თემა: „მანიფესტაციის ძალა“ 🌙💫

გსურს შენი სურვილები მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს და რეალურ შედეგებად იქცეს?
მაშინ ეს მასტერკლასი შენთვისაა!

ამ შეხვედრაზე განხილული იქნება:
✨ მანიფესტაციის საბაზისო ელემენტები
✨ სწორი mindset და ენერგიის მიმართულება
✨ პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარება სურვილების რეალობად ქცევაში

🎙 მასტერკლასს გაუძღვება ანი ანთაძე
(@mylunastories ) 💛

💻 ფორმატი: ONLINE (Google Meet)
✨ღირებულება: 45 ლარი
📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

📝 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დატოვე კომენტარში „MANIFEST“

შენი ახალი რეალობა იწყება დღეს! ✨🌿 by @_mziani
1
8 months ago
Download
×

Download all media on this page

Photos Videos
back to up