Instagram story viewer> @aures_foundation> Posts
POSTS STORIES REELS TAGGED
🤟 დღეს ჟესტური ენების საერთაშორისო დღეა.

📊 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სხვადასხვა ხარისხის სმენის დაქვეითება 430 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ჟესტური ენით სარგებლობს.

🗣 მსოფლიოში ასობით განსხვავებული ეროვნული ჟესტური ენა არსებობს, რომლებიც სრულფასოვანი, დამოუკიდებელი ლინგვისტური სისტემებია საკუთარი გრამატიკითა და სტრუქტურით.

🧩 გარდა ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების ნაწილისთვის ძირითადი ენობრივი საშუალებისა, ჟესტური ენა და ჟესტების ელემენტები ფართოდ გამოიყენება როგორც ალტერნატიული კომუნიკაციის ეფექტური გზა განვითარების ან კომუნიკაციის სხვადასხვა თავისებურებების მქონე პირთათვის.

🤝 ჟესტური ენების ოფიციალური აღიარება, განათლებასა და საჯარო სერვისებში თარჯიმნების ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

აღწერა: სურათზე წარმოდგენილია ფეისბუკის პოსტისთვის გამოსაყენებელი საინფორმაციო ვიზუალი. ზედა ცისფერ ნაწილზე დიდი თეთრი ასოებით აწერია: „დღეს ჟესტური ენების საერთაშორისო დღეა!“, მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანების მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლებიც ჟესტური ენის ელემენტებს აჩვენებენ.  ქვედა, თეთრ ფონზე განთავსებულია ძირითადი სტატისტიკური და საინფორმაციო პუნქტები პიქტოგრამებთან ერთად:  სტატისტიკა: მსოფლიოში სმენის დაქვეითება 430მ+ ადამიანს აქვს, ხოლო 70მ+ ჟესტური ენით სარგებლობს.  ლინგვისტური სისტემა: ასობით ეროვნული ჟესტური ენა არსებობს, რომლებიც სრულფასოვანი ლინგვისტური სისტემებია.  ალტერნატიული კომუნიკაცია: ჟესტური ენა და მისი ელემენტები ალტერნატიული კომუნიკაციის ეფექტური გზაა სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთათვის. by @aures_foundation
0
24 days ago
Download
დღეს დილით #აურესის გუნდი თბილისის აეროპორტიდან ბულგარეთში გაფრინდა! ✈️🌊
ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მორიგ Erasmus+ Youth Exchange-ის პროექტში, რომელსაც სინემორეცში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბულგარული მშობელთა ორგანიზაცია #ARDUS მასპინძლობს.

წინ ძალიან საინტერესო და დატვირთული დღეებია: არაფორმალური განათლება, გამოცდილების გაზიარება, კულტურათაშორისი შეხვედრები, ლაშქრობები და სპორტული აქტივობები. 

წარმატებული და დაუვიწყარი დღეები ჩვენს მონაწილეებს! 🧡

პროექტის მიმდინარეობასა და ფოტოებს ეტაპობრივად გაგიზიარებთ 📸

#AuresFoundation #ErasmusPlus #YouthExchange #ARDUS #Georgia #Bulgaria #Sinemorets #bulgariansplitsquats by @aures_foundation
0
a month ago
Download
ჩვენ უკვე 14 წლის გავხდით! 🎂❤️

ზუსტად 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც #აურესი შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ გამოვიარეთ. იყო რთული დღეებიც, მაგრამ თითოეული ბედნიერი წამი, გახარებული ადამიანი და მოგებული ბრძოლა ყველაფრად ღირდა.

ამიტომ, დღეს უბრალოდ გვინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს მეგობრებს და მხარდამჭერებს. მადლობა, რომ გვენდობით, ამ რთულ დროსაც ჩვენ გვერდით ხართ და გვეხმარებით, რომ ეს გზა ერთად გავაგრძელოთ. ✨

#7ივლისიაურესისდაბადებისდღეა by @aures_foundation
0
3 months ago
Download
✨ #აურესმა სმენის მსოფლიო დღე 2026-ის მონაწილის სერტიფიკატი მიიღო. 📜
საქართველოში ამ დღის აღნიშვნას საფუძველი, სწორედ, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაუყარა და წელს უკვე მე-12 წელია, რაც ამ გლობალურ ინიციატივას ვუერთდებით.
მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად! 💙

#აურესი #სმენისმსოფლიოდღე #WorldHearingDay2026 by @aures_foundation
0
4 months ago
Download
🌍 იცოდით, რომ მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს სულ მცირე ერთი დამხმარე საშუალება სჭირდება? (იქნება ეს სმენის აპარატი, სათვალე თუ სხვა).

თუმცა, რეალობა ისაა, რომ ბევრისთვის ეს ტექნოლოგიები დღემდე ფუფუნებად რჩება – განვითარებად ქვეყნებში საჭირო მოწყობილობებზე წვდომა მხოლოდ 10%-ს აქვს.

დამხმარე საშუალებების მსოფლიო დღეს გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: სმენის აპარატი მხოლოდ ტექნიკა არ არის. ის არის შანსი ნებისმიერი ადამიანისთვის – ბავშვი იქნება თუ ზრდასრული – რომ ჩვეულებრივად იკონტაქტოს, იმუშაოს, ისწავლოს და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

„აურესის“ მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – სმენაზე ზრუნვა და სმენის მოვლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 💙

გაიგეთ მეტი ამ გლობალური ინიციატივის შესახებ და ნახეთ, როგორ შეგიძლიათ მხარდაჭერა: 👉https://unlocktheeveryday.org/world-at-day/

#Aures #WorldATDay #სმენისაპარატი #დამხმარესაშუალებები #MeAndMy  #UnlockTheEveryday by @aures_foundation
0
4 months ago
Download
#EURO-CIU-ს სამუშაო შეხვედრა და გენერალური ასამბლეა ბუქარესტში 🇷🇴

17-18 აპრილს ბუქარესტმა Euro-CIU (კოხლეარული იმპლანტის მქონე პირთა ევროპული ასოციაცია) სამუშაო შეხვედრასა და გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა. ღონისძიებაში აურესი-დან თეონა გვალია მონაწილეობდა. 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას კოხლეარული იმპლანტის მქონე პირთა ინკლუზიისა და მათი ინტერესების წარმომადგენლობისთვის ევროპულ დონეზე.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა კავშირების გასამყარებლად და იმ ხედვების გასაცვლელად, რაც სმენის დაქვეითების მქონე პირთა თემის გაძლიერებას ემსახურება.

მადლობა EURO-CIU-ს გუნდს და მასპინძელ ორგანიზაციას Asociația "Ascultă Viața" - Hear Life  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 💛

#Aures #EUROCIU #Inclusion #Collaboration #CochlearImplants #EuropeanNetwork by @aures_foundation
0
6 months ago
Download
#EFHOH წევრთა ყოველწლიური კონფერენცია 🇪🇺

17-18 აპრილს ბრიუსელში EFHOH-ის წევრთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას, როგორც წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, აურესიდან თათია დათაშვილი ესწრებოდა.

კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის წარმომადგენლებმა შშმ პირთა უფლებების სტრატეგიის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური ვალდებულებების რეალურ ქმედებებად ქცევას, რაც სმენადაქვეითებული თემის წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრას გულისხმობს.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია, რათა სმენის სირთულეების მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაზე მუშაობა თანამედროვე მიდგომებით გავაგრძელოთ.

მადლობა European Federation of Hard of Hearing People ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

#Aures #EFHOH #Brussels2026 #Accessibility #HearingCare by @aures_foundation
1
6 months ago
Download
🎉 დღეს, 25 თებერვალს – კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღეს – @ciicanet  5 წლის გახდა!
ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებულია. ფონდი აურეს ამ გლობალური მოძრაობის დამფუძნებელი წევრია, და ვამაყობთ, რომ თავიდანვე ვიყავით იმ საერთაშორისო გუნდის ნაწილი, რომელმაც მიზნად დაისახა:

✨ კოხლეარული იმპლანტის შესახებ ცნობიერების გაზრდა
✨ ოჯახების გაძლიერება
✨ სპეციალისტებსა და პაციენტთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა
✨ გლობალურ დონეზე ადვოკატირება ტექნოლოგიაზე უკეთესი წვდომისთვის

ვულოცავთ და მადლობას ვუხდით CIICA-ს ნდობისთვის, პარტნიორობისთვის და იმ პლატფორმისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, საქართველოს ხმა ისმოდეს საერთაშორისო სივრცეში.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად გავაფართოებთ წვდომას იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც ათასობით ბავშვსა და ზრდასრულს აძლევს შესაძლებლობას მოისმინოს, ისწავლოს და იცხოვროს სავსე და ბედნიერი ცხოვრებით
#კოხლეარულიიმპლანტი 🌍#კოხლეარულიიმპლანტისსაერთაშორისოდღე
#CIDay2026 by @aures_foundation
0
8 months ago
Download
🌍 25 თებერვალი - კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღეა

წლევანდელი გზავნილი, რომელსაც @euro_ciu - კოხლეარული იმპლანტის მომხმარებელთა ევროპული ასოციაცია გვთავაზობს, არის:
“Hear Life With CI” - "ააჟღერე ცხოვრება კოხლეარული იმპლანტით" 💙

კოხლეარული იმპლანტი ჯადოსნური ტექნოლოგიაა ✨ რომელმაც ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ ამ დღეს კოხლეარული იმპლანტის მრავალრიცხოვან მომხმარებლებთან 👨‍👩‍👧‍👦, მათ ოჯახებთან, ტექნოლოგიის მწარმოებლებთან, კლინიკურ გუნდებთან 🏥, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან ერთად - ვისი ყოველდღიური შრომაც ემსახურება მიზანს - ადამიანებმა კოხლეარული იმპლანტით იცხოვრონ ბედნიერად 😊 და თავისუფლად 🌈

#CIDay2026 #HearLifeWithCI #EuroCIU by @aures_foundation
0
8 months ago
Download
CIICA (Cochlear Implant International Community of Action) გიწვევთ ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება სმენის იმპლანტაციის (CI) ადვოკატირების გაძლიერებას.
შეხვედრის მთავარი მიზანია შეიცვალოს მიდგომა: სმენის დაქვეითება და კოხლეარული იმპლანტაცია განხილული იყოს არა როგორც „ხარჯი“, არამედ როგორც მაღალი უკუგების მქონე სოციალური ინვესტიცია.
🗓️ თარიღი და დრო
ღონისძიება გაიმართება ხვალ:
 * თარიღი: 22 იანვარი, 2026
 * თბილისის დროით: 22:00 საათზე
💫 ძირითადი თემები:
 * ნარატივის შეცვლა: როგორ დავანახოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს იმპლანტაციის სოციალური სარგებელი.
 * ეფექტური სტრატეგიები: მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები ადვოკატირებისთვის.
 * გავლენა პოლიტიკაზე: რა შეუძლიათ გააკეთონ ოჯახებმა, პროფესიონალებმა და თავად მომხმარებლებმა ცნობიერების ასამაღლებლად როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და CI მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან.

დარეგისტრირდი: https://ciicanet.org/events/ciica-live-ci-advocacy-what-do-we-need/

CIICA invites you to a dynamic, live event, exploring how we can build more effective CI advocacy, with expert insights on framing hearing loss not as a cost, but as a high-return social investment.

🗓️ 22 JANUARY 2026 

⌚ 18:00 UK | 19:00 CET | 13:00 EST | 10:00 PST | 05:00 AEDT | 07:00 NZ 

We will explore what makes cochlear implant advocacy effective - and how we can work together to drive real change. Together with experts and advocates including Sara Rubinelli, Brian Lamb, Lidia Best, Vahishtai Daboo, Carolina Der, Mark Laureyns and Melis Yildrim Durmaz, plus CI users and advocates from around the world - we will explore:

💫 How to shift the narrative: hearing loss and cochlear implants not as a cost, but as a high return social investment.
💫 Evidence based strategies that make advocacy effective and sustainable.
💫 What communities, professionals, families and individuals can do to influence policy and awareness locally and globally. by @aures_foundation
0
9 months ago
Download
🎄✨ ფონდი აურეს გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄✨

ჩვენი მთავარი სურვილი წელსაც უცვლელია: გისურვებთ მშვიდობიან, თავისუფალ და კეთილდღეობით სავსე ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც უსაზღვროა ადამიანთა შესაძლებლობები და არ არსებობს ბარიერები ჩვენი ბედნიერებისთვის 🌍💫

ჩვენ კი გპირდებით, რომ დამდეგ 2026 და ყოველ მომდევნო წელიწადს, გავაგრძელებთ ერთგულად ზრუნვას ყურებზე👂❤️ by @aures_foundation
0
10 months ago
Download
დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემო საზოგადოების განვითარებისა და სოციალური პროგრესისთვის.
სმენის სირთულის მქონე პირთა ევროპული ფედერაცია (EFHOH), რომლის წევრიც არის ფონდი აურეს, ამ დღეს გამოკვეთს მისაწვდომობის მნიშვნელობას, როგორც სრულყოფილი მონაწილეობისა და თანაბარი უფლებების საფუძველს.
სმენადაქვეითებულ ადამიანებს სჭირდებათ ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო პროდუქტსა და მომსახურებაზე 🔑🧩, რათა სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.
#EFHOH მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს შექმნან ისეთი სივრცე, სადაც კომუნიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია 💬🤝, მონაწილეობა - თანაბარი, ხოლო სმენადაქვეითებული ადამიანების უფლებები - დაცული.
ფედერაციის სრულ განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე 📄👇 https://bit.ly/efhohstatement 
#შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთასაერთაშორისოდღე #InternationalDayofPersonswithDisabilities by @aures_foundation
1
10 months ago
Download

Download All

Save the photos and videos currently loaded on this page.

0Photos
0Videos
Ready to download 0 / 0

Keep this tab open until your download is ready.

back to up