Instagram story viewer> @atge_> Tagged
16K
followers
3
following
იკითხAT, ათვალიერAT, იმოგზაურAT, გაიგAT მეტი …
POSTS STORIES REELS TAGGED
მე მჯერა კეთილი დასასრულების.

ასე გავიზარდე.
ასე მიამბეს,
ასე წავიკითხე,
ასეთებს ვუყურე.

ყველაფერი კარგად სრულდებოდა:
კეთილი იმარჯვებდა,
ბოროტი მარცხდებოდა.
აი, ასე მარტივად.

შეიძლება, სწორედ ამიტომაც მაქვს ამდენი იმედგაცრუება.

ვერ ვხვდები, რატომ იწყება და აღარ მთავრდება ომები.
ვერ ვეგუები, რომ შეიძლება სამართალი არ დადგეს,
შეიძლება, უბოდიშოდაც გაწყენინონ.
ტვინმა დაიტიოს,
გულმა კი — ვერა.
დაღმართი იყოს — უაღმართოდ,
ბავშვობის ოცნებები კი არ ასრულდეს...

და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის სახლიც აღარ აღმოჩნდა ისეთი დიდი,
მეზობლის ქალი — ისეთი ლამაზი
და ბავშვობაში გულში ჩარჩენილი — ისეთი გადასარევი…

მიუხედავად იმისა, რომ წლები კი არ მაკლდება — მემატება,
მე მაინც მჯერა:

ერთხელაც ყველაფერი  დაიწყება თავიდან —
იქიდან, სადაც ყველაფერი ლამაზი,
ყველა კეთილი
და ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ იყო.

მჯერა, რომ ერთხელაც უკან გადავაგდებ სავარცხელს,
ჩემს უკან ტყე ამოვა
და ყველა ბოროტი იქ ჩარჩება.

და მერე…

ყველაფერი  დაიწყება თავიდან
მე მჯერა კეთილი დასასრულების.
მე მჯერა თავიდან დაწყებების.

ნინო დარასელის ამოთქმა
📹თამუნა გეფერიძე
13
Unforgettable 2 days of UNBURNED @quemmekh 💥

@_matskhonashvili @animaincaseofemergency u da best!🫂❤️‍🔥
23
ჩემი დიდი ბებია, მეუბნებოდა , სადაც ხარ იქიდან მანამდე უნდა წახვიდე, სანამ ჯერ კიდევ უნდათ შენი იქ ყოფნაო. 
ბავშვობაში ვერ მივხვდი და სადაც გამიშვეს ბოლომდე დავრჩი.
დიდობაში, 
სურვილის მიუხედავად წავსულვარ, 
რამდენჯერაც შევძელი, დრო რომ
გავიდა, მივხვდი სწორად  მოვოქეცი.რამდენჯერაც დავრჩი, ბევრჯერ არა, მაგრამ
მაინც ვინანე.
რა ჯობია როცა აკლდებით, და არ ეზედმეტები.
როცა ენატრებით და არ ბეზრდებით.
როცა ესაკლისები.
ესაკლისებით არაა ხო ლიტერატურული?
ესაკლისები....

ენკი, ბენკი, სიკლისა~,
ენკი, ბენკი, და…

🎞️ @kato_rcheulishvili
12
back to up