Instagram story viewer> @atge_> Posts
16K
followers
3
following
იკითხAT, ათვალიერAT, იმოგზაურAT, გაიგAT მეტი …
POSTS STORIES REELS TAGGED
სულ რაღაცას ველით, 
ხან ახალი წლის დადგომას, 
ხან დათბობას, 
ხან გაზრდას, 
შენსას, 
სხვისას, 
ხან დაბადების დღეს, იმისას, ამისას, 
ხან -  გაზაფხულს,  ჩვენს ქუჩაზე 
შეხვედრას,
დარეკვას,
ზაფხულს,
წერილს, 
სექტემბერს,
ხან თანხმობას, ხან უარს, 
ხან მზეს, ხან მზის ჩასვლას..
და ამასობაში,
ის, რაც უნდა დამდგარიყო გადის, 
ცხოვრება გადის, 
დაუნდობლად ინავლება..
ამიტომ ახლა  ვიცხოვროთ..
და რასაც, 
თუ ვისაც ელოდები
ოდესღაც მოვა...
ან სხვა რამე მოვა, თანაც აუცილებლად
ჰო, 
მოვა, 
სად წავა!

ნინო დარასელის #ამოთქმა by @atge_
38
3 days ago
Download
Bjazz11 – Be-Hop Vol.1 📀 16 ოქტომბერს, 22:00 საათზე  Mutant Radio-ში ბექა გოჩიაშვილის ჰიპ-ჰოპ ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. 

@bjazz11  @street_poetry_records by @atge_
1
a day ago
Download
♾️ Chanel-მა პარიზის ოპერის 2026-2027 წლების ქორეოგრაფიული სეზონის საზეიმო ღონისძიებისთვის სპეციალური კოსტიუმები შექმნა. ახალი სეზონი ჟულიანო ნუნიესის დადგმის - „Rings of Saturn“-ის პრემიერით გაიხსნა.

Chanel 2023 წლიდან პარიზის ოპერის მთავარი მხარდამჭერია. by @atge_
1
4 days ago
Download
ქართველები მსოფლიო მოდის კვორეულების ფოკუსში ✨

მოდის კვირეულების სეზონი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური მოვლენაა.  ლონდონის, მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზე წელს არაერთი ქართველი მოხვდა ყურადღების ცენტრში.

დიზაინერმა გიორგი ქებურიამ თავისი ბრენდის, Keburia-ს ახალი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა ლუქმა მიიპყრო. მოდელი პოდიუმზე გიტარის ქეისით გამოვიდა, რომელზეც ჩანდა დიდი წარწერა – Hope You Burn Putin.

მილანის მოდის კვირეულზე ქართველმა-აზერბაიჯანელმა დიზაინერმა, გალიბ გასანოვმა საკუთარი ბრენდის - Institution-ის ჩვენება გამართა. გალიბ გასანოვი წელს BOF 500-ის წევრიც გახდა. BoF 500 არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანების პროფესიული და ავტორიტეტული სია, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს და აქვეყნებს მედიაპლატფორმა The Business of Fashion (BoF).

პარიზის მოდის კვირეულზე ირაკლი რუსაძემ თავისი ბრენდის, Situationist-ის ახალი კოლექცია წარადგინა. 

რაც შეეხება მოდელებს, წელსაც განსაკუთრებით აქტიური და წარმატებული სეზონი ჰქონდა მატილდა გვარლიანს, რომელიც მსოფლიოს ისეთი წამყვანი და  ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა: The Attico, Dolce & Gabbana, The Row და Isabel Marant.

გლობალური მოდის ფოკუსშია კიდევ ერთი ქართველი მოდელი - სანდრო ვეფხვაძე, რომელსაც აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს Dolce & Gabbana-სთან. წელს სანდრო პარიზის მოდის კვირეულზე Situationist-ის ჩვენებაზე გამოვიდა. 

ასევე Situationist-ის ჩვენებაზე გამოვიდა გლობალური სამოდელო სცენის გამორჩეული სახე - ნასტასია ლეგრან-ბაბლუანიც, რომელიც ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის შვილიშვილია. 

ტრადიციულად, მსოფლიო პრესის ფოკუსშია დემნა, რომელმაც Gucci-ს მორიგი კოლექცია წარადგინა. მილანის მოდის კვირეულზე კოლექცია ასევე წარადგინა ქართველმა დიზაინერმა დევიდ კომამ, რომელიც მოდის სახლ Blumarine-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. by @atge_
1
5 days ago
Download
2020 წელს თბილისის მახლობლად, ფიჭვნარის მყუდრო წიაღში დაბადებული ახალი მედიახელოვნებისა და ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი TKESHI, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებასა და ტრადიციულ ლოკაციაზე უარის თქმის მიუხედავად, არ წყვეტს არსებობას და კულტურული წინააღმდეგობის ნიშნად საზღვრებს სცდება - ტყის მშვიდი სიჩუმე ოკეანისპირა ლისაბონის მღელვარებით იცვლება.
@tkeshi.festival 

🔗წაიკითხAT სტატია სრულად At.ge-ზე by @atge_
1
9 days ago
Download
🌺 ვიზუალური ხელოვნების სტუდია House of Z-მ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სერია წარადგინა, რომელიც მსახიობ ბრედ პიტს ეძღვნება. ციფრული არტ-პროექტის სახელწოდებაა Brad Pitt. Act II.

House of Z ილუსტრაციებში იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს და AI-ს. სტუდია ქმნის ვიზუალურ სერიებს, რომლებიც ხშირად ცნობილ ვარსკვლავებს, სიურრეალისტურ არქიტექტურას, მინიატურულ სივრცეებს და მაღალი მოდის ელემენტებს აერთიანებს. by @atge_
4
12 days ago
Download
Unburned Newspaper 🔥🗞️ 

Unburned @quemmekh-ის და @_matskhonashvili-ს საერთო პროექტია, რომელიც  25 და 26 სექტემბერს აუდიტორიამ Factory Tbilisi-ში იხილა. პროექტმა მუსიკა, თეატრი, პერფორმანსი, მოდა და ხელოვნების სხვა მედიუმები  გააერთიანა 🔥

გაზეთის დიზაინი & ვიდეო: @giko.dadiani by @atge_
0
14 days ago
Download
გამოფენა სახელწოდებით „In Dialogue“ ორი ახალგაზრდა არტისტის, @annonaki_ -ის და @caussub-ის ნამუშევრებს აერთიანებს. განსხვავებული მხატვრული ხელწერისა და მრავალფეროვანი თემატიკის მიუხედავად, მათი ერთობლივი ექსპოზიცია ახალი თაობის ქართველი ფოტოგრაფების შემოქმედებით ინტერაქციას წარმოადგენს.

Caussub-ის ნამუშევრებში მოდის ფოტოგრაფიის ჟანრში უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ხელწერა იკვეთება. მისი ვიზუალური ენა აერთიანებს მოდის ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელ ესთეტიკასა და მის პერსონალურ ხედვას.

Annonaki-ს ნამუშევრები კი აბსტრაქციისა და დოკუმენტალისტიკის საზღვარზე ვითარდება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი პირად გამოცდილებებსა და მათ ვიზუალურ ინტერპრეტაციას უჭირავს.

გამოფენა მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე @subsequence2.0-ში 1-ელ ოქტომბერს გაიხსნა და 2 ოქტომბერს იხურება.  გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იყო Project Einstein-ის ელექტრონული მუსიკალური ლაივი. by @atge_
8
15 days ago
Download
თანამედროვეობის საკულტო დიზაინერის ხელწერა, მაღალი მოდის ესთეტიკა და დეკონსტრუქციის ხელოვნება 🪡 Zara-მ გალიანოს მიერ შექმნილი კოლექციის პირველი ვიდეო კამპანია წარადგინა ✨ by @atge_
0
16 days ago
Download
მე მჯერა კეთილი დასასრულების.

ასე გავიზარდე.
ასე მიამბეს,
ასე წავიკითხე,
ასეთებს ვუყურე.

ყველაფერი კარგად სრულდებოდა:
კეთილი იმარჯვებდა,
ბოროტი მარცხდებოდა.
აი, ასე მარტივად.

შეიძლება, სწორედ ამიტომაც მაქვს ამდენი იმედგაცრუება.

ვერ ვხვდები, რატომ იწყება და აღარ მთავრდება ომები.
ვერ ვეგუები, რომ შეიძლება სამართალი არ დადგეს,
შეიძლება, უბოდიშოდაც გაწყენინონ.
ტვინმა დაიტიოს,
გულმა კი — ვერა.
დაღმართი იყოს — უაღმართოდ,
ბავშვობის ოცნებები კი არ ასრულდეს...

და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის სახლიც აღარ აღმოჩნდა ისეთი დიდი,
მეზობლის ქალი — ისეთი ლამაზი
და ბავშვობაში გულში ჩარჩენილი — ისეთი გადასარევი…

მიუხედავად იმისა, რომ წლები კი არ მაკლდება — მემატება,
მე მაინც მჯერა:

ერთხელაც ყველაფერი  დაიწყება თავიდან —
იქიდან, სადაც ყველაფერი ლამაზი,
ყველა კეთილი
და ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ იყო.

მჯერა, რომ ერთხელაც უკან გადავაგდებ სავარცხელს,
ჩემს უკან ტყე ამოვა
და ყველა ბოროტი იქ ჩარჩება.

და მერე…

ყველაფერი  დაიწყება თავიდან
მე მჯერა კეთილი დასასრულების.
მე მჯერა თავიდან დაწყებების.

ნინო დარასელის ამოთქმა
📹თამუნა გეფერიძე by @atge_
13
16 days ago
Download
Chunky Move ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვაციური თანამედროვე ცეკვის კომპანიაა, რომელიც მედიუმის საზღვრების რღვევით არის ცნობილი. დასის წარმოდგენებში ქორეოგრაფია ერწყმის ბუნების ფორმებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, ახალ მედიას, სინათლის ინსტალაციებსა და არქიტექტურას. Chunky Move ხშირად იყენებს ინტერაქციულ ვიზუალურ პროექციებს, რობოტიკასა და სენსორებს, რომლებიც მოცეკვავეების მოძრაობაზე რეალურ დროში რეაგირებენ.

🎥 NOWNESS by @atge_
1
16 days ago
Download
🪡 ჯონ გალიანოს მიერ Zara-სთვის შექმნილი პირველი კოლექცია ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს გამოვა.

Maison Margiela-ს დატოვების შემდეგ, ეს გალიანოს პირველი პროექტია, რომელიც მაღალი მოდისა და მას-მარკეტის სრულიად ახალ სინთეზს გვთავაზობს. 

გალიანო Zara-ს გასული სეზონების კოლექციებს იკვლევს - სრული დეკონსტრუქციის მეთოდით, ის ბრენდის ძველ მოდელებს მაღალი მოდის ესთეტიკის სილუეტებად გარდაქმნის. by @atge_
1
17 days ago
Download

Download All

Save the photos and videos currently loaded on this page.

0Photos
0Videos
Ready to download 0 / 0

Keep this tab open until your download is ready.

back to up