Posted On: October 2nd 2026, 10:36 am
გამოფენა სახელწოდებით „In Dialogue“ ორი ახალგაზრდა არტისტის,
@annonaki_ -ის და
@caussub-ის ნამუშევრებს აერთიანებს. განსხვავებული მხატვრული ხელწერისა და მრავალფეროვანი თემატიკის მიუხედავად, მათი ერთობლივი ექსპოზიცია ახალი თაობის ქართველი ფოტოგრაფების შემოქმედებით ინტერაქციას წარმოადგენს.
Caussub-ის ნამუშევრებში მოდის ფოტოგრაფიის ჟანრში უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდუალური ხელწერა იკვეთება. მისი ვიზუალური ენა აერთიანებს მოდის ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელ ესთეტიკასა და მის პერსონალურ ხედვას.
Annonaki-ს ნამუშევრები კი აბსტრაქციისა და დოკუმენტალისტიკის საზღვარზე ვითარდება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი პირად გამოცდილებებსა და მათ ვიზუალურ ინტერპრეტაციას უჭირავს.
გამოფენა მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე
@subsequence2.0-ში 1-ელ ოქტომბერს გაიხსნა და 2 ოქტომბერს იხურება. გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იყო Project Einstein-ის ელექტრონული მუსიკალური ლაივი.